loader

"მედიასივრცეში არსებობს ივანიშვილის მანქანა, რომელიც დიდი ხანია სიბინძურეს, სიძულვილს, უხამსობას, დაპირისპირებას თესავს" - გიგა ბოკერია "ფეისბუქის" კვლევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მედიასივრცეში არსებობს ივანიშვილის მანქანა, რომელიც დიდი ხანია სიბინძურეს, სიძულვილს, უხამსობას, დაპირისპირებას თესავს" - გიგა ბოკერია "ფეისბუქის" კვლევაზე

"ქართულმა საზოგადოებამ უკვე წლებია იცის, რომ მედიასივრცეში არსებობს ივანიშვილის მანქანა, რომელიც დიდი ხანია სიბინძურეს, სიძულვილს, დაპირისპირებას თესავს, მაგრამ ამ საკითხის ასეთი ყოვლისმომცველი შესწავლა აქამდე არ მომხდარა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ფეისბუქის" მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ანგარიშისა და ჯგუფის წაშლას. ბოკერიას განცხადებით, "ფეისბუქის" მიერ ჩატარებული კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ ხარჯავდა ხელისუფლება ფულს დაპირისპირების, სიბინძურის და სიძულვილის დასათესად.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ საკითხის გარშემო დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს.



ასევე დაგაინტერესებთ: "ფეისბუქმა" ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა: "ეს აქტივობები "პანდასა" და "ქართული ოცნებას" უკავშირდება"