loader

ინტერნეტვირუსი, სახელად "ტროლი" - ვინ არიან ციფრული სამყაროს ანტიგმირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში პროვოკაციულ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტვირუსი, სახელად "ტროლი" - ვინ არიან ციფრული სამყაროს ანტიგმირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში პროვოკაციულ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ

სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, ტროლები ადამიანის მიმართ მტრულად განწყობილი არსებები, მთის სულები არიან, რომლებიც ქვებთან ასოცირდებიან. ტროლები ხშირად გვხვდებიან ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში.

თუმცა ამ განმარტებას ონლაინტროლებთან არანაირი საერთო არ აქვს. ინტერნეტტროლები, რომლებსაც ვირუსებსაც უწოდებენ, ინტერნეტმომხმარებლები არიან, რომლებიც სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე თუ სხვადასხვა ბლოგზე პროვოკაციულ და ხშირად ცრუ ინფორმაციას აქვეყნებენ.