loader

ვინ არის ეთო ბუზიაშვილი, რომელსაც "პანდა" საგანგებოდ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უპირისპირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ეთო ბუზიაშვილი, რომელსაც "პანდა" საგანგებოდ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უპირისპირდება

სარეკლამო კომპანია "პანდა" ეხმაურება Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადებას, რომელშიც სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ წაშალა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი. Facebook-ის განცხადებაში მოხსენიებული იყო სარეკლამო კომპანია "პანდა".

"პანდა" ადასტურებს Facebook-ის რამდენიმე ბრალდებას, თუმცა უარყოფს "ატლანტიკური საბჭოს" ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის კვლევას და ამ კვლევის შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებულ აქცენტებს. "პანდა" ამტკიცებს, რომ "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი მიკერძოებულია.

Palitranews.ge წარმოგიდგენთ ცნობებს ეთო ბუზიაშვილის შესახებ.
ის არის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა ჟენევის უნივერსიტეტში, სადაც მის საკვლევ თემას წარმოადგენდა რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები დასავლეთის წინააღმდეგ. იგი მანამდე მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას.