loader

"შევეცდები მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში, თუ რა სამუშაო შეასრულა საქართველოს პარლამენტრმა 2019 წელს" - არჩილ თალაკვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევეცდები მოკლედ ჩაგაბაროთ ანგარიში, თუ რა სამუშაო შეასრულა საქართველოს პარლამენტრმა 2019 წელს" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის მიერ 2019 წელს შესრულებულ სამუშაოზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მოკლე ანგარიში წარადგინა.

როგორც თალაკვაძე საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა 2019 წელს 13-ჯერ მოუსმინა მინისტრებს, 3 თემატური მოკვლევა და 4 ინტერპელაცია ჩაატარა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა 67 პლენარული სხდომა ჩაატარა, განიხილა და მიიღო 402 კანონი, მიიღო 1241 დადგენილიება და რატიფიცირება გაუკეთა 61 საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე შეარჩია და დაამტკიცა სხვადასხვა თანამდებობის პირები.