loader

"მინდა, რომ ქურდები დავიჭირო" - როგორ მიულოცეს აჭარის მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, რომ ქურდები დავიჭირო" - როგორ მიულოცეს აჭარის მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მოსწავლეს ახალი წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი შვილთან - ნიკოლოზთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.
პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს. კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა.