loader

რა ჩაიდინეს ქართველებმა იტალიაში ახალი წლის ღამეს - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩაიდინეს ქართველებმა იტალიაში ახალი წლის ღამეს - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე

იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა მისცეს.