loader

ტელეწამყვან დედიკოს შვილი პირდაპირ ეთერში შეეჭრა - რა ამბავი შეატყობინა პატარამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელეწამყვან დედიკოს შვილი პირდაპირ ეთერში შეეჭრა - რა ამბავი შეატყობინა პატარამ?

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ შეეჭრა პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან დედას მცირეწლოვანი ქალიშვილი.

რუსეთის რეგიონული არხის, "ტაგილ ტვ"-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მორიგ სიუჟეტს კითხულობდა, როცა პირდაპირ ეთერში მისი პატარა ქალიშვილი შეიჭრა მობილური ტელეფონით ხელში. "დედა, მესიჯი მოგივიდა" - ეთერშივე გამოუცხადა დედიკოს. თავიდან ჟურნალისტმა ფაქტის იგნორირება სცადა, თუმცა ბოლოს იძულებული გახდა, პატარა ქალბატონი ეთერიდან გაესტუმრებინა და სიცილიც ვეღარ შეიკავა.
ეს ინციდენტი სინამდვილეში 2012 წელს მოხდა, თუმცა რატომღაც ახლა იქცა ეს
ვიდეო ინტერნეტის ჰიტად. თავად წამყვანმა მოგვიანებით განმარტა, რომ იმ დღეს ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა და საბავშვო ბაღიდან გოგონა პირდაპირ სამსახურში მიიყვანა. თამაშ-თამაშში, ისე, რომ ვერავინ შენიშნა, გოგონა კადრში მოხვდა.

ცნობილია ისიც, რომ ჟურნალისტისთვის ამის გამო არ უსაყვედურიათ და არც სამსახურიდან დაუთხოვიათ. მომხდარის შემდეგ ტელემაყურებელმა წამყვანის მიმართ ისეთი მხარდაჭერა გამოხატა, დირექტორი იძულებული გახდა, მომხდარს გაგებით მოჰკიდებოდა.