loader

"ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა, როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან" - რა კომენტარი გააკეთა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გიორგი მამალაძის ზიარების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა, როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან" - რა კომენტარი გააკეთა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გიორგი მამალაძის ზიარების შემდეგ

ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა, როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მღვდელ-მონაზონმა გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი აზიარა.

მამა ანდრია სარიას თქმით, გიორგი მამალაძეს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, რაც ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს.

მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული არ ყოფილა, რადგან "რეალობას აცნობიერებს".