loader

"გვემუქრებოდა, პატრულს რომ არ გაეჩერებინა, ხელს დამარტყამდა" - რა მოხდა "მაჭახელაში", რის გამოც პატრულის და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვემუქრებოდა, პატრულს რომ არ გაეჩერებინა, ხელს დამარტყამდა" - რა მოხდა "მაჭახელაში", რის გამოც პატრულის და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

ქეთევან კალაძე გუშინ თავისუფლების მოედანზე მდებარე "მაჭახელაში" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ქეთი გვიყვება, რომ მათ ხინკალი და სასმელი შეუკვეთეს. როცა სუფრაზე მხოლოდ რამდენიმე ხინკალი იყო დარჩენილი, ხინკალზე ტარაკანი შენიშნეს. მათ რესტორნის მენეჯერი გამოიძახეს. როგორც ქეთი ამბობს, მენეჯერმა ბოდიში მოიხადა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დაზარალებულმა ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ფოტომასალა გამოაქვეყნა და მომხდარი დეტალურად აღწერა.