loader

"მინდა რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენ მოგიძღვნა" - წვევამდელმა ფიცის დადების შემდეგ, შეყვარებულს ხელი სთხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენ მოგიძღვნა" - წვევამდელმა ფიცის დადების შემდეგ, შეყვარებულს ხელი სთხოვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 62 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად რიგითმა გიგა რამაზიშვილმა ხელი სთხოვა მის რჩეულს სოფო ბაკურაძეს. შეყვარებულებმა მეგობრებისგან და ახლობლებისგან მილოცვები მიიღეს.