loader

"ეს რა სისასტიკეა, ვიდეოში ისმის ტირილი" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რა სისასტიკეა, ვიდეოში ისმის ტირილი" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

წყალტუბოში უცხოელი ქალბატონი წააწყდა სისასტიკის ფაქტს.
ადგილობრივი გავლენიანი პირები პიტბულს ავარჯიშებდნენ მეტისზე. როდესაც შენიშვნა მისცა ერთ-ერთმა პიროვნებამ, სახელად ჯაბა გუბელაძემ, დანით გაიწია და დაემუქრა დასახიჩრებით.
ქალბატონმა წერილი მისწერა ქალაქის მერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
თუ კარგად დააკვირდებით ვიდეოს, ერთ-ერთი დამნაშავე სახეზე ხელს იფარებს.

"გამარჯობა, ბატონო კახი!
მადლობას გიხდით ყველა იმ წამოწყებაში, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის.
ამა წლის 2 იანვარს ვიმყოფებოდი ქ. წყალტუბოში, სადაც შევესწარი დღისით, მზისით, საშინელ ფაქტს, რომელიც გამოიხატებოდა ცხოველის მიმართ ძალადობაში, კერძოდ, მიტოვებულ შენობაში რამდენიმე პიროვნება ფიზიკურად ძალადობდა ძაღლზე.
ანუ საკუთარ (პიტბულის ჯიშის) ძაღლს წვრთნიდნენ ქუჩის ძაღლზე, თვითონ კი სიამოვნებით უყურებდნენ ამას. ჩემს შენიშვნაზე და აღშფოთებაზე დამემუქრნენ ცივი იარაღით და ჩემი ძაღლის, რომელიც ხელში მეკავა, სიცოცხლის მოსპობით. დაინტერესდებით ალბათ, რატომ არ განვაცხადე პოლიციაში. ვაპირებდი, მაგრამ ოჯახი, რომლის სტუმარიც ვიყავი, კატეგორიულად იყო წინააღმდეგი, რადგან იმ მოძალადეების ოჯახის წევრები საკმაოდ გავლენიანი პირები არიან წყალტუბოში და ვერაფერს გავხდებოდი მე მათთან. ასევე არ მინდოდა პრობლემების შექმნა იმ ოჯახისთვის, ვისთანაც ვიმყოფებოდი სტუმრად.
ბატონო კახი, ვიცი, რომ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ ცხოველთა დაცვას. ძალიან გთხოვთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი წერილი და თქვენი დახმარების დიდი იმედი მაქვს.
მე მაქვს ვიდეოკადრები პიროვნებების იდენტიფიკაციისთვის, რომელსაც გიგზავნით. ასევე გიგზავნით იმ პიროვნების მონაცემებს, რომელიც ატარებს ძაღლების ჩხუბს და რომელიც მე მემუქრებოდა".