loader

ქართველი მოციგურავეების ბრწყინვალე და ჰაეროვანი გამოსვლა და დამსახურებული ოქრო ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოციგურავეების ბრწყინვალე და ჰაეროვანი გამოსვლა და დამსახურებული ოქრო ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

15 იანვარს ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. ამჯერად ოლიმპიური მედლებისთვის ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები იბრძოდნენ. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან. სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა-ლუკა ბერულავას ქართული წყვილი.

საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი - გოგონათა ერთეულებში, იაპონია - ცეკვებში, საქართველო კი - წყვილებში.

ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა. გამარჯვებულმა გუნდმა კონკურენტებს საკმაო უპირატესობით გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ბერულავა-ბუტაევას წყვილმა საქართველოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი წარმატება მესამე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მოუტანა.