loader

რას ამბობენ ადგილობრივები მამაკაცზე, რომელმაც სურამში, 26 წლის ცოლი ნაჯახით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ადგილობრივები მამაკაცზე, რომელმაც სურამში, 26 წლის ცოლი ნაჯახით მოკლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ვერსიით, ქალს აღნიშნული დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.