loader

"დღევანდელ ხელისუფლებას არ ვენდობით" - ხმაური "რედისონში", სადაც "გაბედეს" წევრებს შენობა დაატოვებინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღევანდელ ხელისუფლებას არ ვენდობით" - ხმაური "რედისონში", სადაც "გაბედეს" წევრებს შენობა დაატოვებინეს

სასტუმრო "რედისონში", სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის წარდგენა იმართება, სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროს შენობა დაატოვებინეს. მათ შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"გაბედეს" წევრები შეძახილებით აპროტესტებდნენ კომიტეტის ანგარიშის წარდგენას და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შესაბამისი სანქციები უნდა დაწესდეს.

ამ წუთებში "გაბედეს" წევრები აქციას "რედისონის" შესასვლელთან მართავენ.