loader

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დაკავებულ პირებს "მეტადონის", "ჰეროინის" და "მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკები აღმოაჩნდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დაკავებულ პირებს "მეტადონის", "ჰეროინის" და "მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკები აღმოაჩნდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დაკავებულები 1985 წელს დაბადებული გ.გ. და 1988 წელს დაბადებული მ.ვ. არიან.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი "მეტადონის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, "ჰეროინის" და "მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკები.