loader

იმუნური სისტემა კიბოს უჯრედების წინააღმდეგ - კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმუნური სისტემა კიბოს უჯრედების წინააღმდეგ - კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ადამიანის იმუნური სისტემის გამოყენება შეძლეს. ამ აღმოჩენამ შეიძლება ახალი, უნივერსალური შესაძლებლობები გააჩინოს კიბოსთან საბრძოლველად. მეთოდის კლინიკური ტესტირება ჯერ არ მომხდარა, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ მას უდიდესი შესაძლებლობები აქვს.

მეცნიერებმა შეძლეს აღმოეჩინათ ტი-ლიმფოციტის განსაკუთრებული უჯრედები, რომელთა დახმარებითაც, იმუნური სისტემა კიბოს (სიმსივნეებს) ებრძვის. ეს უჯრედები ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემის რეაქციაზეა პასუხისმგებელი. აღმოჩენილ უჯრედს, სხვა უჯრედებისგან განსხვავებით, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სხვადასხვა სახის საფრთხეს.

ერთ-ერთი მეცნიერის განცხადებით, არის შანსი, რომ ტი-ლიმფოციტის უჯრედს ყველა პაციენტის მორჩენა შეუძლია.


წყარო: Immune discovery 'may treat all cancer'

Борьба с раком: британские ученые обнаружили "универсальный способ"