loader

რუსთავში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მამა-შვილია.

წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240​-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.