loader

"სპარის" 20 წლის კონსულტანტი, რომელსაც მომხმარებელმა თავში ბლაგ­ვი საგა­ნი ჩაარტყა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სპარის" 20 წლის კონსულტანტი, რომელსაც მომხმარებელმა თავში ბლაგ­ვი საგა­ნი ჩაარტყა, გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული კონსულტანტი, 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მათე ჯომიდავა 30 დეკემბრიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. შემთხვევა სწორედ 30 დეკემბერს, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა.

შსს-ს ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად, მუშაობდა.