loader

"საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთი და იგივე ხაფანგში შევიდა" - რა გავლენას ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთი და იგივე ხაფანგში შევიდა" - რა გავლენას ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოზე

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში საერთაშორისო ორგანიზაციათა რიცხვი უმნიშვნელო იყო, დღეს კი მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საერთაშორისო მშვიდობა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეკონომიკური კრიზისი, ეკოლოგიური პრობლემები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეთანხმების საფუძველზე უნდა მოაგვარონ.

ტერმინით "საერთაშორისო ორგანიზაციები", ძირითადად, სახელმწიფოთაშორისსა და მთავრობათაშორის ორგანიზაციებს აღნიშნავენ. ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობის სფერო და მიზნები საზოგადოების ინტერესშია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო სპეციფიკური მიზნისთვის არის შექმნილი.

შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი დიდია, განსაკუთრებით კი, პატარა სახელმწიფოებთან მიმართებაში.