loader

რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ ხვალ და აუცილებელი ტკბილეული, რომელიც სუფრაზე უნდა გვქონდეს - 25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება ლითონის თეთრი ვირთხის წელი! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ ხვალ და აუცილებელი ტკბილეული, რომელიც სუფრაზე უნდა გვქონდეს - 25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება ლითონის თეთრი ვირთხის წელი!

"25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება ლითონის თეთრი ვირთხის წელი! ♥♥ <3

ვისაც სურვილი გექნებათ, შეხვდით წლის ახალ მბრძანებელს შესაბამისად:

გამოეწყვეთ წლის ფერებში - თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მათი ტონალობები. საკმარისია, თუნდაც ერთი დეტალი იყოს თქვენს ჩაცმულობაში ამ ფერთა გამიდან. კარგი იქნება, ინტერიერიც ამ ფერებში გააფორმოთ, დეკორად გამოიყენოთ რაიმე ლითონის აქსესუარი. სუფრაზე დააწყვეთ სხვადასხვა ლითონის ლარნაკები, სასანთლეები. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი გქონდეთ დეკორაციაში.

თუ საშუალება გაქვთ, ახალი თეთრი მაგიდის გადასაფარებელი გადააფარეთ სადღესასწაულო სუფრაზე და ახალი, 12-წლიანი ციკლი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.

შეგიძლიათ სუფრაზე დააწყოთ სალათები, მწვანილი. აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწყობას და სიმბოლიკას. არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც (მანდარინი ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევა).

თვითონ წლის მბრძანებლისთვის მოამზადეთ ნუგბარი - გოგრის თესლები, ხორბალი, ბრინჯი, თხილი, კაკალი და რასაკვირველია, უხვად ყველი.

ასევე, არ დაგავიწყდეთ მისთვის არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც:)

გაწერეთ წლის გეგმა, დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები და რაც მთავარია, რწმენით, ოპტიმიზმით შეხვდით ახალი წლის მბრძანებელს!

იწყება ახალი, 12-წლიანი განვითარების ციკლი!

წარმატების, ხვავის, ბარაქის, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის! წინსვლის, სასიკეთო ცვლილებების წელი ყოფილიყოს მთლიანად საქართველოსთვის!

სიკეთეს გისურვებთ!" - წერს სოციალურ ქსელში ქეთი ვაწაძე.

ქეთი ვაწაძე!