loader

კოშმარული ვითარება ჩინეთის ქალაქში, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო დროებით "დაიხურა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარული ვითარება ჩინეთის ქალაქში, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო დროებით "დაიხურა"

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება "ძალიან ადრეა".