loader

კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთიდან წასვლის შემდეგ - "შენ თავდადება მთხოვე, მე კი ჩემი გული მოგეცი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთიდან წასვლის შემდეგ - "შენ თავდადება მთხოვე, მე კი ჩემი გული მოგეცი"

როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მისი ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის მახლობლად ჩამოვარდა. Live.ge გთავაზობთ კობის წერილს, რომელიც მან 2015 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ დაწერა. ამ წერილის საფუძველზე მოგვიანებით ოსკაროსანი ანიმაციური ფილმიც გადაიღეს, რომელშიც თავად ბრაიანტმაც მიიღო მონაწილეობა.

"ჩემო ძვირფასო კალათბურთო! იმ მომენტიდან, როცა მამაჩემის წინდებს ბურთად წარმოვიდგენდი და ჩემს წარმოსახვაში "ლეიკერსის" ძველ არენაზე კალათში გამარჯვების ბურთს ვაგდებდი, ერთ რამეს მივხვდი... მე შენ მიყვარხარ! ყველაფერი მოგეცი... ჩემი გონება, სხეული და სული. გვირაბის ბოლო არასდროს დამინახავს. მე მხოლოდ იმას ვხედავდი, თუ როგორ გამოვრბივარ ამ გვირაბიდან. ასე რომ, მე დავრბოდი... დავრბოდი წინ და უკან მოედანზე და ყოველი ბურთისთვის ვიბრძოდი შენი გულისთვის. შენ სრულ თავდადებას ითხოვდი, მე კი ჩემი გული გაჩუქე და სანაცვლოდ გაცილებით მეტი მივიღე.

ამ პერიოდში განცდილი ტკივილისა და დაღლილობის დაძლევა გამოწვევა არ ყოფილა, ეს იყო შენი თხოვნა, რომელსაც მე სიამოვნებით ვასრულებდი, იმიტომ, რომ შენთან ერთად მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. შენ ექვსი წლის ბიჭს "ლეიკერსზე" ოცნება აუხდინე, რის გამოც ყოველთვის მეყვარები. თუმცა, ეს სეზონი უკანასკნელი რამაა, რისი მოცემაც მე შენთვის შემიძლია. ჩემს გულს კიდევ შეუძლია სიყვარული, ჩემს გონებას კიდევ შეუძლია წინააღმდეგობების დაძლევა, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ხვდება, რომ დამშვიდობების დროა.

მე მზად ვარ, გაგიშვა, მაგრამ მინდა, რომ დარჩენილი მომენტებით ერთად დავტკბეთ. ერთმანეთს, რაც შეგვეძლო, ყველაფერი მივეცით. რაც უნდა ვაკეთო მომავალში, ორივემ ვიცით, რომ მე მაინც იმ 6 წლის ბიჭად დავრჩები, რომელიც მამის წინდებს ოთახის კუთხეში მდგომ ურნაში აგდებდა... მე შენ ყოველთვის მეყვარები. შენი კობი".