loader

"დაახლოებით, 20 წამის განმავლობაში ვიბანოთ ხელები" - პედიატრის დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან კორონავირუსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაახლოებით, 20 წამის განმავლობაში ვიბანოთ ხელები" - პედიატრის დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან კორონავირუსი

ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ, - ამის შესახებ პედიატრმა, "ავერსის" კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ოგბაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 2798 შემთხვევაა დადასტურებული.