loader

რა ხდება რეალურად ბაკურციხეში და რა სახის ვირუსი აქვს ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რეალურად ბაკურციხეში და რა სახის ვირუსი აქვს ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას

სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს. მას მკურნალობა ოჯახის ექიმმა დაუნიშნა და ამჟამად პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, 22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.

იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ იყო.


ასევე დაგაინტერესებთ: "მის ოჯახის წევრებს ჰქონდათ გრიპის მაგვარი დაავადებები და მათგან დაემართა" - პაატა იმნაძე 22 წლის გოგონაზე, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა

საიდან ჩნდება კორონავირუსები და რატომ არის ასეთი საშიში?