loader

უმძიმესი ინტერვიუ დედასთან, რომლის 7 თვის ჩვილი ფილტვების ანთებით კლინიკაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ინტერვიუ დედასთან, რომლის 7 თვის ჩვილი ფილტვების ანთებით კლინიკაში გარდაიცვალა

ამ ოჯახში, წესით, 3 ბავშვი უნდა იზრდებოდეს, თუმცა 17 დეკემბერს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - 7 თვის გიორგი ჯანჯალია გივი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. დედა ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ნანა გეგუჩაძე ამბობს, რომ ბავშვი კლინიკაში 19 ნოემბერს შეიყვანა, ექიმებმა კი მის შვილს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

დედა ამბობს, რომ ბავშვის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა ექიმები იმედს აძლევდნენ, რომ მისი შვილი მდგომარეობიდან გამოვიდოდა. თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გიორგის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჟვანიას სახელობის კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ბავშვს მწვავე პნევმონია ჰქონდა და მათი მცდელობის მიუხედავად, 7 თვის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, დედას ბავშვის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ უთხოვია და ოჯახის ბრალდებები უსაფუძვლოა.