loader

ატირებული ნიკა გვარამია სასამართლოში მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა დაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ატირებული ნიკა გვარამია სასამართლოში მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა დაარტყა

ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა. ვინ იყო, არ დამინახავს და გარეთ, ალბათ, დაინახეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განუცხადა.

როგორც გვარამია განმარტავს, მას უცნობმა პირმა სახის არეში დაარტყა ხელი. გვარამიას თქმით, აღნიშნულს წინ სიტყვიერი დაპირისპირება არ უძღვოდა.

"მოვდიოდი ჩემს გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე, გვერდიდან დამარტყა", - განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე იმყოფება.