loader

როგორ გადმოჰყავთ ინფექციურში ორი ჩინელი ბავშვი, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადმოჰყავთ ინფექციურში ორი ჩინელი ბავშვი, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ

გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვე მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.

ჩინეთის რამდენიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

"ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეთ დეტალური გამოკვლევა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ 16:00 საათზე, ჩინეთის მოქალაქეების საკითხზე კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას გააკეთებენ.


ასევე დაგაინტერესებთ: კადრები ინფექციური საავადმყოფოდან, სადაც ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ