loader

"სახლიდან გამომაგდეს, ღამე გარეთ ვზივარ, ლამის გავგიჟდე" - 62 წლის ქალი, რომელიც ბიძაშვილებმა საკუთარი სახლიდან გამოაგდეს, დიდ დიღომში, ტრიალ მინდორში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახლიდან გამომაგდეს, ღამე გარეთ ვზივარ, ლამის გავგიჟდე" - 62 წლის ქალი, რომელიც ბიძაშვილებმა საკუთარი სახლიდან გამოაგდეს, დიდ დიღომში, ტრიალ მინდორში ცხოვრობს

62 წლის ლალი ქუცნიაშვილი თითქმის ერთი წელია დიდ დიღომში, ღია ცისქვეშ ცხოვრობს.
მისი ერთადერთი საცხოვრებელი მიტოვებული ავტომობილი იყო, რომელიც 2 დღის წინ გაიყიდა.
ახლა ღამის გათენება ქუჩაში უწევს.

ამბობს, რომ მშობლებისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ ბიძაშვილებმა სახლი გაყიდეს და ამ პირობებში სწორედ ამიტომ აღმოჩნდა.

ფაქტს დედაქალაქის მერია გამოეხმაურა. როგორც თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "მოქალაქე ლალი ქუცნიაშვილს საბურთალოს რაიონის გამგეობა არაერთხელ დაეხმარა ფინანსურად და მომავალშიც დაეხმარება. რაც შეეხება ბინის ქირის კომპენსაციას, გამგეობამ შესთავაზა ქირით გაყვანა, თუმცა, მან საბუთები არ შემოიტანა და ის ბინაც დატოვა, რომლის ქირის უზრუნველყოფას გამგეობა აპირებდა. როგორც კი მოქალაქე წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას, გამგეობა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას მისი ქირით გაყვანისთან დაკავშირებით."


დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ ჩაურიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:


GE57LB0211170806010000 / ლალი ქუცნიაშვილი "ლიბერთი ბანკი"

ტელ: 574 07 08 95 - ლალი

ასევე იხილეთ: რა გამოხმაურება მოჰყვა დიდ დიღომში, ღია ცის ქვეშ მცხოვრები ქალის მდგომარეობას მერიიდან და რას აცხადებენ უსახლკაროს ბიძაშვილები?