loader

"შემზარავ ავარიას ემსხვერპლა" - ვინ იყო ქალი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემზარავ ავარიას ემსხვერპლა" - ვინ იყო ქალი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს: "გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში, ქალაქ ბარში, ეკა არჩვაძე. საშინელება დატრიალდა, უკეთილშობილესი, ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ. 8 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. სამსახურიდან ბრუნდებოდა და დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანამ ადგილზე მოკლა სანიკოლას ეკლესიის გზაზე.... (სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო)
ბ.ნ. შოთო მთელი ემიგრანტები ქალაქ ბარის, შოკში ვართ. საოცარად კეთილშობილი ადამიანი იყო... დაუჯერებელია, შემზარავ ავარიას ემსხვერპლა ჩვენი ეკა... სიტყვებს ვერ ვპოულობთ. საცოდაობა ტრიალებს აქ..."

"შოთო სიხარულიძე, ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს."

"კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.

ეს რა გავიგე, ამ დაწყევლილ დღეს, ეკა, ცუდად ვარ, დედას ვფიცავარ. ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ საკმარისია გულისტკივილისთვის. როგორ მენანები. გაშტერებული ვზივარ და ვღვრი ცრემლებს. ამისთვის გიხაროდა დიდხელფასიან სამსახურში მოწყობაა, ამ დაწყევლილ და წყეულ ქვეყანაში?" - წერს შოთო სიხარულიძე.