loader

ჩინეთიდან ჩამოსულ ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთიდან ჩამოსულ ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დღეს გადაიგზავნება გერმანიაში და პასუხს დასჭირდება 2 ან 3 დღე.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ეს არაფერს ცვლის, იმიტომ, რომ მათთან კორონავირუსის საფრთხე ძალიან მინიმალურია. ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს, რომლებიც გუშინ ყაზბეგიდან ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოიყვანეს, არ დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია და მათ მხოლოდ გრიპი აქვთ.