loader

როგორი იქნება მეტროსადგური "გოცირიძე" რეკონსტრუქციის შემდეგ? - სამუშაოები 4 მილიონ ლარამდე დაჯდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება მეტროსადგური "გოცირიძე" რეკონსტრუქციის შემდეგ? - სამუშაოები 4 მილიონ ლარამდე დაჯდება

მეტროსადგურ "გოცირიძის" რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 თებერვალს დაიწყება და 2 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 მილიონ 723 ათას 780 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს სადგურის ღია ბაქნის გადახურვას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელოს მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით მოცემული პირობების სრული დაცვით.