loader

რა არის ამ დროისთვის კორონავირუსზე დადასტურებულად ცნობილი? - ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობები მოკლედ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ამ დროისთვის კორონავირუსზე დადასტურებულად ცნობილი? - ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობები მოკლედ

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია. მათივე ცნობით, დაღუპულთა 80% 60 წელს აღემატება, ხოლო 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა. გარდაცვლილთა ორი-მესამედი მამაკაცია.

ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ჯიაო იაჰუი აცხადებს, რომ ვირუსის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში ვლინდება.

მისივე თქმით, ვირუსის განკურნებისთვის საშუალოდ 9 დღეა საჭირო, თუმცა ჰუბეის პროვინციაში, სადაც მწვავე შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მკურნალობას 20 დღეზე მეტი სჭირდება.