თბილისში მოპედის ქურდი დააკავეს - "ბრალდებულმა თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული მოპედი მოიპარა და მიიმალა"
12:23 / 05-02-2020
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.