loader

"ჩინეთის ორი მოქალაქეა შესული ინფექციურ საავადმყოფოში" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩინეთის ორი მოქალაქეა შესული ინფექციურ საავადმყოფოში" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ქვეყანაში ამ თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია.

როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტები შეამოწმონ.