loader

უმძიმესი ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა - "ასეთი რამ არ მსმენია...." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა - "ასეთი რამ არ მსმენია...."

1991 წლის 28 დეკემბერს ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ბრმა ტყვიამ სამუდამოდ შეცვალა. 3 თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს. ირმა მეუღლესთან და შვილთან ერთად კუკიაზე მდებარე საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, დევის მეგობრის სანახავად იყო მისული. 1991 წლის 28 დეკემბერი იყო - თბილისში ომი მძვინვარებდა. საავადმყოფოს შენობის აივანზე ირმა შვილთან და ქმართან ერთად იდგა, როცა რუსთაველის გამზირიდან ნასროლი ბრმა ტყვია ბავშვის თავსა და დევის ხელს შუა გაძვრა და ირმას აორტა გაუგლიჯა.

სიუჟეტი 2019 წლის არქივიდან