loader

გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. ყოფილი პრემიერი მომხდარს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად აფასებს.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ფაქტს წინ უძღოდა სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა, ყოფილი პრემიერის აზრით, ფასდება, როგორც ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმა.

მთავრობის ყოფილი მეთაური ვარაუდობს, რომ დღევანდელ ფაქტებს ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.