loader

გავრცელებულ ვიდეოში დედის მიერ გაყიდული ახალშობილი ჩანს - საქმეზე 7 პირია დაკავებული, მათ შორის, ორი ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გავრცელებულ ვიდეოში დედის მიერ გაყიდული ახალშობილი ჩანს - საქმეზე 7 პირია დაკავებული, მათ შორის, ორი ექიმი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობა-ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს.

"დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლები.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით განიზრახეს, გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის".