loader

ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ "ვაჭრობენ" ახალშობილით: "მე ბავშვს გადავუსვამ და წავიდეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ "ვაჭრობენ" ახალშობილით: "მე ბავშვს გადავუსვამ და წავიდეთ"

არასრულწლოვნით ვაჭრობა-ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა დავით გოგოლაშვილმა განუცხადა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაკავებულ 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 თებერვალს შეეფარდა, თუმცა გირაოს ოდენობას არ ასახელებენ და არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით განიზრახეს, გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.