loader

"არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც მე დავბრუნდები პარლამენტში" - ნიკა მელიას კომენტარი სასამართლოში შესვლამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც მე დავბრუნდები პარლამენტში" - ნიკა მელიას კომენტარი სასამართლოში შესვლამდე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე "ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" .

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ცნობილია დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.