loader

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ქორწინების მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ავტომობილით წაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ქორწინების მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ავტომობილით წაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.