loader

ექსკურიაზე გარდაცვლილი მოსწავლეები, სასტუმროში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვები - რას გვასწავლის მომხდარი ტრაგედიები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკურიაზე გარდაცვლილი მოსწავლეები, სასტუმროში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვები - რას გვასწავლის მომხდარი ტრაგედიები?

უბედური შემთხვევები და მით უფრო, ფატალურად დასრულებული ფაქტები, რომლებმაც ბევრ შემთხვევაში ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლე შეიწირა, ყველაზე დიდი სიმძაფრით გვაჩვენებს, რა ხარვეზები გვაქვს ქვეყანაში ყოფითი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

უკვე წლებია, ეს მტკივნეული შემთხვევები მიგვითითებს, რომ ხშირ შემთხვევაში დასახვეწია კანონმდებლობა - მისაღებია ან გასამკაცრებელია რეგულაციები. თუმცა, ამ ამბავში ყველაზე უფრო დიდი საშინელება ის არის, რომ უსაფრთხო გარემოსთვის შესაბამისი სტანდარტების არ ქონას, უკვე ბევრი სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლეტალური ფაქტების შემდეგ, ვიწყებთ მსჯელობას პრობლემებზე, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეებისა და მათ რიცხვში, ბავშვების სიცოცხლე ეწირება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემები, რომლებიც ტრაგედიებს უჩვენებია, ისევ პრობლემებად რჩება... გადავწვიტეთ, რამდენიმე კონკრეტული ტრაგედიის შემთხვევა გავიხსენოთ და გადავამოწმოთ, იცვლება თუ არა რაიმე ქვეყანაში საიმისოდ, რომ შემდეგი ტრაგედიები ავიცილოთ...

ვინ უნდა ზრუნავდეს მსგავსი შემთხვევების შემცირებაზე? და რას გვასწავლის ან გვაჩვენებს თითოეული მომხდარი ტრაგედია?