loader

დააკავეს 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და კვალის დაფარვის მიზნით მანქანას ცეცხლი წაუკიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და კვალის დაფარვის მიზნით მანქანას ცეცხლი წაუკიდა

სოფელ ყარაჯალაში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირმა ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მანქანას ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.