"რომელი სახლი რა წუთში გადაბრუნდება და წაიქცევა, არავინ იცის" - რას ითხოვენ ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს გაფიცული თანამშრომლები?
14:04 / 18-02-2020
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაღაროს მუშაობის გამო მათ სოფელში პრობლემები შეიქმნა, დაზიანდა სახლები და გზები.
მოსახლეობის თქმით, კომპანიისგან კომპენსაციას მოითხოვდნენ, "ჯორჯიან მანგანეზმა" კი მათ სექტემბერში შეწყვეტილი მუშაობის გამო სასამართლოში უჩივლა და 5,5 მილიონ ლარს ითხოვს.
მაღაროელების თქმით, ამ დროისთვის გაჩერებულია 8 მაღარო და მუშაობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ განახლდება.