loader

"განზრახ მკვლელობა რომ იყოს, პირველივე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა" - გუდაურში 28 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე 3 ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განზრახ მკვლელობა რომ იყოს, პირველივე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა" - გუდაურში 28 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე 3 ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მ.კ-ს გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი. 39 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო და აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე იყო.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე ნატა ქი­ტე­საშ­ვი­ლი სათვალთვალო კამერის სამ ჩანაწერს აქვეყნებს:

"3-ჯერ თავდასხმის კადრებია ეს, მეოთხედ თავდასხმის კადრებს არ მაძლევენ ჯერ... გამზრახ მკვლელობა რომ იყოს, პირველივე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა. იარაღი შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა და როგორ ფიქრობთ, რომელი უწყება მისცემდა იარაღის ტარების უფლებას, ასე მარტივად რომ შეძლებოდა ადამიანების დახოცვა... კლავდნენ და თავი დაიცვა... ჯერ ფეხებში ესროლა და რომ წააქციეს, მერე მოხდა მუცელში სროლა..." - წერს ქიტესაშვილი.