loader

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც "სითი პარკის" ჯარიმები აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც "სითი პარკის" ჯარიმები აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მათ შეძლეს კომპანია "სითი პარკთან" მოლაპარაკება და ამჟამად არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც საარბიტრაჟოში აპირებს კომპანია წასვლას. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ მათ კომპანიისგან წამოიღეს პარკირების სისტემის სამართავად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და გამოისყიდეს ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება.