loader

სანიტარიული ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანიტარიული ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“ ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაციები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.