loader

რამდენ ხანში დასრულდება მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები? - კახა კალაძის პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ხანში დასრულდება მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები? - კახა კალაძის პასუხი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება.

მისი თქმით, ასევე მოწესრიგდება იქ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიც.

"მთლიანად ხდება მიწისქვეშა გვირაბის მოწესრიგება, გადახურვა, იზოლაცია, რომ წყალი არ შევიდეს, რადგან წვიმის დროს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადასასვლელ გვირაბში ვაჭრობს და ასევე, მათ, ვინც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ეს პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი", - განაცხადა კალაძემ.