loader

"გათიშულია, აპარატზეა შეერთებული" - ქართველი "ლუი ანდერსონი", რომელიც 3 წლის წინ, მთელმა საქართველომ შეიყვარა, უმძიმეს მდგომარეობაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გათიშულია, აპარატზეა შეერთებული" - ქართველი "ლუი ანდერსონი", რომელიც 3 წლის წინ, მთელმა საქართველომ შეიყვარა, უმძიმეს მდგომარეობაშია

ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს საქართველოში ინტერნეტ - ვარსკვლავი გახდა. მან პოპულარობა იმ ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც სკოლაში, პირველი კლასის ზეიმზე გადაუღეს. მაშინ ნიკუშა მთელმა საქართველომ შეიყვარა. პატარა, უსაყვარლეს ბიჭუნას ლუი ანდერსონს ადარებდნენ.

10 წლის ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ძალიან რთულია. მას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა აქვს და დღემდე გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს, თუმცა, ბოლო 2 დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნიკუშას ინსულტი განუვითარდა. პატარა ბიჭუნა ინგოროყვას კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის.

"პალიტრავიდეო" ბავშვის მამას, ზურაბ ჭიჭიკოშვილს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა ბავშვი გათიშულია და აპარატზეა შეერთებული.

"2 დღის წინ ნიკუშას ინსულტი დაემართა და თავის ქალა აქვს ახდილი. თირკმლის პრობლები ჰქონდა, მაგრამ ახლა იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს, რომ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. სიცოცხლისთვის იბრძვის. როგორც ცნობილია, ადამიანს რომელიც დიალეზზეა, დიდი შანსია რომ განუვითარდეს ინსულტი. ნიკუშას შემთხვევაშიც, ინსულტი სავარაუდოდ, დიალეზმა გამოიწვია " - ამბობს ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

"პალიტრავიდეო" პატარა ნიკუშას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.