loader

რას ჰყვებიან იტალიიდან დაბრუნებული ქართველი ტურისტები - კადრები აეროპორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან იტალიიდან დაბრუნებული ქართველი ტურისტები - კადრები აეროპორტიდან

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია, - ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ.

მათი განმარტებით, თითქმის ყველა პაციენტი ახალგაზრდაა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ. დილით 11 პაციენტთან ჩატარდება უკვე ხახის ნაცხის კვლევა.

რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნავენ კლინიკაში.