loader

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გიორგი გახარიას შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გიორგი გახარიას შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.